понедельник, 24 мая 2010 г.
სულხანის სიბრძნე
1. პროექტის სახელი:,,სულხანის სიბრძნე"
2 .პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის მონაწილეები იკვლევენ სულხან–საბა ორბელიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას სახელმწიფო და ლიტერატურულ ასპარეზზე.
3.პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ და მიიღებენ ინფორმაციას სულხან–საბა ორბელიანის ბიოგრაფიიდან და სამეფო კარზე მისი მოღვაწეობის შესახებ, .რომ ის იყო აღორძინების ხანის დიდი მოღვაწე, მწერალი, მეიგავე, მთარგმნელი, დიპლომატი, მეცნიერი. გამოიკვლევენ მის წვლილს საქართველოს ისტორიის განვითარებაში. გაეცნობიან სულხან–საბას ლიტერატურულ მემკვიდრეობას. მოიძიებენ მასალებს მისი იგავ–არაკების კრებულზე: "სიბრძნე სიცრუისა."შეისწავლიან და გააანალიზებენ მის მიერ შექმნილ ლექსიკონს:"სიტყვის კონა."გაეცნობიან, რომ საბამ თავის იგავებში ზოგიერთი სიუჟეტი ეროვნული ფოლკლორიდან გამოიყენა. შეგროვებული მასალების მიხედვით გააკეთებენ ფოტოალბომებს, ბროშურებს. მოაწყობენ იგავ–არაკების მიხედვით შექმნილი საკუთარი ნახატების გამოფენას. გამართავენ დისკუსიებს და პრეზენტაციებს. ყველაფერი ეს აისახება ერთ საიტზე.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები:
შეუზღუდავი
5. ვადები/ხანგრძლივობა:
5 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
დამხმარე ლიტერატურითა და ინტერნეტის საშუალებით მასალების მოძიება, ფოტოალბომების შექმნა, დისკუსიები, გამოფენის მოწყობა, პრეზენტაცია, მიღებული შთაბეჭდილებების გააზრებით ნახატების შესრულება, დღიურების შედგენა, კედლის გაზეთის გამოშვება, ნამუშევრების განთავსება ბლოგზე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქცია რაც შეიძლება შეიქმნას:
ფოტოალბომები, ხელნაწერი გაზეთი ,საუკეთესო ფოტონამუშევრებისა და ნახატების გამოფენა. ლექციებისა და სემინარების ჩატარება. შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან. სასკოლო გამოფენის მოწყობა. კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა–ჩვევების გაღრმავება.
8. სარგებელი სხვებისათვის:
პროექტის აქტიური მონაწილენი გამდიდრებული ცოდნით ისტორიაში, ლიტერატურაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, დიპლომატიაში თანატოლებს გაუზიარებენ მოძიებულ ინფორმაციას და გააცნობენ თავიანთ პროექტს ინტერნეტის საშუალებით.
9. სამუშაო ენა:
ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ზეპირი მეტყველების, წერითი ლიტერატურულ–სტილისტური ჩვევების გაღრმავება–გაუმჯობესება.უშუალო ყოველდღიური კავშირი ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, ისტორიულ წყაროებთან (ეპოქის მიხედვით), გეოგრაფიასთან–გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. ხელოვნებაში–ხელოვნების ნიმუშებისა და ექსპონატების შესახებ.
პროექტის ავტორი:ფატი ჯმუხაძე
პროექტის ავტორის ელ.ფოსტა:fatijmuxaze@gmail.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)